1.მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) (ამოღებულია - 08.02.2017, №255) ; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასა კის მიღწევა; თ) კ ორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.
