1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირა დი განცხადება; ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ზ) გარდაცვალება; თ) წელიწადში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
