Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.თუ მოსამართლის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განცხადება არ განიხილება.
3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს თანხმობის გაცემის საკითხს, რისთვისაც მას უფლება აქვს, გამოითხოვოს ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი ინფორმაცია (მათ შორის, იმ სასამართლოს თავმჯდომარისგან, რომელშიც მოსამართლე ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებას).
4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ან სარგებლის მიღებაზე თანხმობას არ გასცემს, თუ: ა) მოსამართლის მიერ განხორციელებული სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობა გავლენას მოახდენს მის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ (ჯეროვნად) განხორციელებაზე; ბ) მოსამართლის პოტენციური დამსაქმებლის/მოსამართლისთვის სარგებლის გამცემის საქმიანობა შეუთავსებელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელების პრინციპებთან; გ) მოსამართლის მიერ სარგებლის მიღება უპირისპირდება მართლმსაჯულების ინტერესებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობას.
5.მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე ან სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების არარსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასცეს: ა) მოსამართლის მიერ შესაბამისი სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შესახებ თანხმობა არაუმეტეს 1 კალენდარული წლის ვადით; ბ) მოსამართლის მიერ შესაბამისი სარგებლის მიღების შესახებ თანხმობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.