1.მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან.
2.მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე: ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 10.00; ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20; გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00; დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც უზენაეს სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.50; ე) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.40; ე 1 ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.35; ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.30; ზ) სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისთვის – 8.20; თ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ე“−„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 8.10; ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისთვის – 8.00; ი 1 ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 7.80; კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისთვის – 7.70; ლ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისთვის − 7.50; მ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისთვის/მაგისტრატი მოსამართლისთვის, რომელსაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არ უკავია ამ პუნქტის „ი“−„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, – 7.20.
