1.დისციპლინური საქმის მიღებისას სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია მისი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს, ხომ არ არის ამოწურული მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამ კანონით დადგენილი ვადა.
2.თუ მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა ამოიწურა, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის ამოწურვა გამოწვეულია დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის მიერ დროის განზრახ ბრალეული გაჭიანურებით. სადისციპლინო კოლეგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .


