1.სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა დისციპლინური საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა მას და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.
2.სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის წარმომადგენელს, აგრეთვე იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური საქმე.
3.სადისციპლინო კოლეგია იწვევს მოწმეებსა და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და აცნობებს მათ საქმის განხილვის ადგილს, დღესა და საათს. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
