1.არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში.
2.ზეპირი მოსმენის დროს არასრულწლოვან ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომის, ჩანაწერების გაკეთების და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემის საშუალება.
3.არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური დარღვევის საქმის განხილვისას ჰყავდეს ადვოკატი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება.




