1.საერთო სასამართლოების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
2.საქართველოს მთავრობამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის; ბ ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ათვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს: ა) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცება; ბ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
