1.პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.
2.საჩივარს ნოტარიუსის იმ საქმიანობაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით, განიხილავს იუსტიციის სამინისტრო ან მისი დავალებით – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
