1.ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით.
1.ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით .
3.მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს.
4.მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
5.შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის / ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
6.საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით . 6 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში).
7.თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. [ 7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, ამ საბიუჯეტო ორგანიზაციამ საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს თანხების შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2576 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4425 - ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1711 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
1. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანით. 2. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით . 3. მხარჯავი დაწესებულების პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 5%-ს. 4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შესაძლებელია გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, თუ გადანაწილებული თანხები არ გადააჭარბებს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების 2%-ს. აღნიშნული გადანაწილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა აცნობოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. 5. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის / ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 6. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების გადანაწილებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და ამ მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით . 6 1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში). 7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, საბიუჯეტო ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. [ 7. თუ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანა იწვევს დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას, ამ საბიუჯეტო ორგანიზაციამ საჯარო შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შეტანამდე უნდა განახორციელოს თანხების შესაბამის პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილება ამ მუხლით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2027 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2576 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4425 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.