1.საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა.
2.საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტების ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
