Статья 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა
1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზებისათვის.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზედამხედველობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას.
3. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1599 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
