1.ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს მთავრობა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის – შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული / ბიუჯეტისათვის – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ბიუჯეტისთვის − შესაბამისი სახელმწიფო საწარმო.
