Статья 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას; გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან; დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის; ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს; ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს; ზ ) ინფორმაციას საერთო - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ ( მათ შორის , საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების შესახებ ); თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს; ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“ და „ბ 2 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს; ი 1 ) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 3 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს; კ ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს ; ლ ) ინფორმაციას „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების შესრულების შესახებ .
