1.სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2.საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1236 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
