1.სადაზვერვო საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ანგარიშვალდებულება; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; ზ) მიზანმიმართულობა; თ) ოპერატიულობა; ი) უწყვეტობა; კ) გეგმურობა; ლ) ფარულობა.
2.სადაზვერვო საქმიანობისას გამოიყენება როგორც ღია, ისე ფარული და სპეციალური მეთოდები და საშუალებები, რომელთა განსაკუთრებული ხასიათი განისაზღვრება ამ საქმიანობის პირობებით. თავი II. სადაზვერვო დაწესებულებები საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
