1.სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საგარეო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეალიზაცია, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა.
2.სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა.
3.სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალებისა და სხვა მონაცემების დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების წესები და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით .



