1.სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას სააგენტოს უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2.სააგენტოს მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება (სააგენტოს მოხელე), სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სააგენტოს მოხელე), აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
