Статья 26. ავტორიზაცია
1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს კოლეჯის სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს: ა) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი; ბ) სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი პროფესიული მომზადების პროგრამისთვის ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის, რომელსაც იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.
