განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Статья 32^6. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 24 1 მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო საბჭოში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის“ შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3960 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
