სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც მათ აქვთ, მიეცეთ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნული ჩამონათვალით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ბ) არანაკლებ 240-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე; გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე; დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1355 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. თავი IX. დასკვნითი დებულება
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Статья 32^8. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით
Редакция №36 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
Темы:Учебная программа
