1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პროფესიული განათლების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე. 2 1 . პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. 2 2 . ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები , რომლებიც ვალდებული იყვნენ , ავტორიზაცია 2013 წელს გაევლოთ , ავტორიზებულად ჩაითვალონ 2014 წლის 1 სექტემბრამდე . აღნიშნულ თარიღამდე ეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან , თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით .
3.პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს. 3 1 . პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს. 3 2 . პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.
4.საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
5.საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი.
6.პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს.
7.2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია: ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან; ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან.
8.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
9.(ამოღებულია).
10.(ამოღებულია).
11.(ამოღებულია).
12.(ამოღებულია).
13.ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
14.(ამოღებულია).
15.პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად.
16.პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
17.(ამოღებულია).
18.სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა.
19.საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება.
20.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე 2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად; მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას.
21.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესაბამის პროგრამებზე სწავლის და მათ მიერ კვალიფიკაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
22.2019 წლის 1 იანვრამდე პროფესიულ სტანდარტად ითვლება ასევე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები.
23.უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით აღიარება. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №261 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ. თავი XI. დასკვნითი დებულებანი
1. „განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად გაცემული დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი გათანაბრებულია სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან (სპეციალისტის სერტიფიკატთან), ხოლო საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან (სპეციალისტის დიპლომთან), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 1 1 . სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია პროფესიული განათლების III საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი – შესაბამისი პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელ პროფესიულ დიპლომთან. პროფესიული სტანდარტით შესაბამისი საფეხურის არარსებობის შემთხვევაში გათანაბრება მოხდება მის კომპეტენციებთან შესატყვის სხვა საფეხურთან. 1 2 . 2011 წლიდან დაუშვებელია პროფესიულ სტუდენტთა მიღება სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებული საჯარო და ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ პროფესიული სწავლების ცენტრებად და სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონეებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე. 2 1 . პროფესიული სწავლების ცენტრები ჩაითვალონ დაფუძნებულ და ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯებად 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე პროფესიული კოლეჯები უფლებამოსილი არიან, თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. 2 2 . ის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები , რომლებიც ვალდებული იყვნენ , ავტორიზაცია 2013 წელს გაევლოთ , ავტორიზებულად ჩაითვალონ 2014 წლის 1 სექტემბრამდე . აღნიშნულ თარიღამდე ეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან , თავად განსაზღვრონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით . 3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს. 3 1 . პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ სახელობო განათლების დამადასტურებელ სპეციალისტის სერტიფიკატს. 3 2 . პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს. 4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან არა უგვიანეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისისა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელობო საგანმანათლებლო ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. 5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ ამ კანონის ამოქმედებამდე: ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 წელი; ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე – თუ მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა იყო 3 წელი. 6. პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაასრულებენ 2008-2009/2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ათვისებული საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს უმაღლესი განათლების კრედიტებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დროს. 7. 2006-2007 სასწავლო წელს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ მოსწავლეებზე, რომლებიც 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულებენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამასტურებელი დიპლომი. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც ამ პირებზე გაიცემა ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისად ხორციელდება, გათანაბრებულია: ა) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბაზაზე – სახელობო განათლების სერტიფიკატთან; ბ) სრული ზოგადი განათლების ბაზაზე – პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან. 8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მიუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დიპლომს ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტების შესაბამისად გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 9. (ამოღებულია). 10. (ამოღებულია). 11. (ამოღებულია). 12. (ამოღებულია). 13. ამ კანონით დადგენილი წესით პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დაამტკიცოს შესაბამისი დროებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. 14. (ამოღებულია). 15. პროფესიული განათლების დაფინანსების ამ კანონის შესაბამისი წესის დამტკიცებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს პროგრამულად. 16. პროფესიული სტანდარტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებამდე პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 17. (ამოღებულია). 18. სააგენტოს ლიკვიდაცია დასრულდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 იანვრისა. 19. საქართველოს მთავრობამ 2011–2012 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 35-ე მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული წესის მიღება. 20. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ პროგრამებად. ამ პროგრამებზე 2012 წელს მიღებული პირები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად; მათ უფლება მიეცეთ, იმავე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლა გააგრძელონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და მათთვის მინიჭებული კვალიფიკაცია გაუთანაბრდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციას. 21. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესაბამის პროგრამებზე სწავლის და მათ მიერ კვალიფიკაციის მიღების ხელშეწყობის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. 22. 2019 წლის 1 იანვრამდე პროფესიულ სტანდარტად ითვლება ასევე დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები. 23. უწყვეტი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ სტანდარტზე დაფუძნებული პროგრამების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისაგანათლებისა და სპორტისმეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით აღიარება. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №261 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი № 7 80 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3817 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ. თავი XI. დასკვნითი დებულებანი
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.