საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ
Статья 59. დიპლომატიური მისიის წევრების იმუნიტეტი
საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და მათი ოჯახების წევრები, აგრეთვე მისიების მომსახურე პერსონალი თავისუფლდებიან საქართველოს სასამართლოების განსჯადობისაგან “დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ” ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციის მიხედვით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომვლინებელი ქვეყანა ამ კონვენციის მონაწილე მხარე არ არის.
