1.საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას; გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას; დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაფორმებისას; ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას; თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (საქართველოს მოქალაქეები), რომლებსაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ; კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ; ლ ) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენების ათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციის ას და თარგმანის შესრულების ას; მ ) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას ; ნ ) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას , საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში ; ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციული პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას; პ ) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში; ჟ) საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში ნასამართლობის შესახებ ცნობების აღებისას; რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.



