1.საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.
2.საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
