1.საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება, როგორც წესი, წინასწარ, ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2.ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს. 2 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვერტაციის შემთხვევაში კონვერტაციის შედეგად მიღებული, საკონსულო მოსაკრებლის სახით გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით, მთელ ერთეულამდე.
