LCG LEGAL

LCG LEGAL

LCG LEGAL არის თბილისში მოქმედი იურიდიული ფირმა. 2017 წლიდან ვემსახურებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კლიენტებს წარმოვადგენთ საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, არბიტრაჟში, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში.

ვერიფიცირებულიახალი
ალ. ყაზბეგის გამზ. N25, თბილისითბილისი

ჩვენი სპეციალისტები

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

LCG LEGAL-ის დამფუძნებელი პარტნიორი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი). 15 წლის იურიდიული გამოცდილება, მათ შორის 10 წლის საადვოკატო პრაქტიკა. კერძოდ, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში; 2014-2015 წლებში საადვოკატო ბიურო „კორძახია & ჯღენტის“ უმცროსი ადვოკატი; ხოლო, 2015-2019 წლებში - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან იურიდიული კომპანია LCG LEGAL-ის დამფუძნებელი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ადმინისტრაციული დავები მერიასა და სახელმწიფო უწყებებთან, მიწის რეგისტრაცია, სამშენებლო და სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო და დელიქტური სამართალი, საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, სისხლის სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, საიმიგრაციო საკითხები, ადამიანის უფლებათა სამართალი და წარმომადგენლობა სტრასბურგის სასამართლოში. ვებგვერდი: https://lcglegal.ge

4 ბეჯირეგისტრაცია და საჯარო რეესტრისამშენებლო ნებართვები+3

კომპანიის შესახებ

LCG LEGAL არის იურიდიული ფირმა თბილისში. 2017 წლიდან უმაღლესი პროფესიული სტანდარტით ვემსახურებით როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ძირითადი მიმართულებებია: ადმინისტრაციული დავები მერიასა და სახელმწიფო უწყებებთან, მიწის რეგისტრაცია და უძრავი ქონება, სამშენებლო სამართალი და ნებართვები, ბიზნესისა და სახელშეკრულებო დავები, სასამართლო წარმომადგენლობა. ფირმის დამფუძნებელი პარტნიორია ადვოკატი სულხან კაპანაძე, 15 წლის იურიდიული გამოცდილებით. შეხვედრა წინასწარი ჩაწერით: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N25.

სპეციალიზაციები

მისია

კლიენტის ინტერესების დაცვა ჩვენი საქმეა. ჩვენი მიზანია, კლიენტის საკითხი გადაწყდეს დროულად, ეფექტიანად და კანონის სრული დაცვით.

ხედვა და ღირებულებები

პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობა. კლიენტს ვაწვდით გასაგებ და პატიოსან სამართლებრივ შეფასებას და საქმის მიმდინარეობის შესახებ მუდმივად ვაცნობებთ.

როგორ ვმუშაობთ

ჯერ ვისმენთ კლიენტს და ვსწავლობთ დოკუმენტებს. შემდეგ ვაფასებთ სამართლებრივ მდგომარეობას, ვგეგმავთ სტრატეგიას, ვამზადებთ დასკვნებს, ხელშეკრულებებსა და სარჩელებს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიცავთ კლიენტის ინტერესებს სასამართლოში. შეხვედრა წინასწარი ჩაწერით: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N25.

ისტორია

ფირმა 2017 წლიდან საქმიანობს. დამფუძნებელი პარტნიორია ადვოკატი სულხან კაპანაძე, რომელსაც 15 წლის იურიდიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 10 წლის საადვოკატო პრაქტიკა. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროსა და ქალაქ თბილისის მერიაში.