სტატიები და სიახლეები

სამართალი, ეკონომიკა და სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილება.

რედაქციის რჩეული

ბოლო სტატიები

სადისკუსიო საკითხები

„წვრილმანი ხულიგნობა“ ვირტუალურ სივრცეში: ასკ 166-ე მუხლის შემადგენლობის ანალიზი კონკრეტულ თორნიკე რაზმაძის საქმეზე

ვახტანგ ბარამაშვილი, დავით მაისურაძე +3

36 წთ
199ნახვა1

ბოლო სტატიები

ნაჩვენებია 10 / 52

სამართალი

როცა სხვისი ვალი შენი ხდება - ერთი ხელმოწერის ფასი

„უბრალოდ თავდებად დამიდექი…“ „შენს ბინას მხოლოდ დროებით დავტვირთავთ იპოთეკით…“ „არაფრის გადახდა შენ არ მოგიწევს…“ რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთი ასეთი ხელმოწერა? ახალ ინტერვიუში ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვის დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩვენს ფინანსურ ვალდებულებად და ქონებრივ რისკად შეიძლება იქცეს. 🔹 რას ნიშნავს რეალურად თავდებად დადგომა? 🔹 როდის შეიძლება სხვისი ვალის გადახდა თავდებს დაეკისროს? 🔹 შეიძლება თუ არა საკუთარი ქონებით სხვისი ვალის გადახდა? 🔹 რა რისკს იღებს ადამიანი, რომელიც მეგობრის ბიზნესისთვის საკუთარ ბინას იპოთეკით ტვირთავს? 🔹 და რა ხდება, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს სახელზე სესხია გაფორმებული, რომელიც საერთოდ არ აგვიღია? გადაცემაში, იურისტ გოგა ხატიაშვილთან ერთად, სწორედ ამ საკითხებს პრაქტიკული თვალსაზრისით შევეხეთ. ერთი ხელმოწერა შეიძლება უბრალოდ ხელმოწერა არ იყოს. ზოგჯერ ის სხვის ვალდებულებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას ნიშნავს. 🎥 ინტერვიუში ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა ვიცოდეთ მანამდე, სანამ ხელს მოვაწერთ.

დავით ელისაბედაშვილის კერძო სააღსრულებო ბიურო

53ნახვა0

სოციალური საკითხები

TSQ Investment Group და „ფინანსური პირამიდა“: სამართლებრივი კვალიფიკაცია და დაზარალებულის ნაბიჯები

2026 წლის აგვისტოში საქართველოში საჯარო განხილვის საგანი გახდა „TSQ Investment Group“ — ონლაინსქემა, რომელსაც კრიტიკოსები ფინანსურ პირამიდას უწოდებენ. ქართული სამართალი ცალკე დანაშაულად „პირამიდას“ არ იცნობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სქემა სამართლებრივ ვაკუუმშია. ექვსი ნორმა, რომელიც რეალურად მუშაობს, სამოქალაქო ხაზი თანხის დასაბრუნებლად და რვა პრაქტიკული ნაბიჯი მისთვის, ვინც უკვე შეიტანა ფული.

ვახტანგ ბარამაშვილი

18 წთ
621ნახვა2

თავშესაფარი საქართველოში: ვის შეუძლია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა?

სტატიაში განხილულია საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, საერთაშორისო დაცვის სახეები, მიგრაციის დეპარტამენტისთვის მიმართვის წესი და უარის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ძირითადი საკითხები

მია ზოიძე

3 წთ
145ნახვა1

სამართალი

კლიმატის ცვლილება აღარ არის ხვალინდელი პრობლემა - როგორ აქცია სასამართლოებმა იგი ადამიანის უფლებების საკითხად

კლიმატის ცვლილების სამართლებრივ მნიშვნელობას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კლიმატის ცვლილება დღეს უკვე მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა აღარ არის — ის დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და საკუთრების უფლებებთან. ევროპული სასამართლოების პრაქტიკაში თანდათან ჩამოყალიბდა პრინციპი, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება— არა მხოლოდ თავად არ დააზიანოს გარემო, არამედ მიიღოს ეფექტიანი და დროული ზომები გარემოსდაცვითი და კლიმატური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ამის მაგალითებია საქმეები Lopez Ostra, Guerra,Öneryıldız, Budayeva და სხვები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2024 წლის KlimaSeniorinnen-ის საქმე, რომელმაც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივ ვალდებულებად აღიარა. ტექსტი ასევე მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას: საფრანგეთშიგარემოს დაცვა კონსტიტუციურ დონეზეა აღიარებული, გერმანიაში კი სასამართლომ მომავალი თაობების უფლებების დაცვის აუცილებლობა დაადგინა. საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს ასევე, უზენაესი სასამართლოს საქმეებში — ვერეს ხეობის ტრაგედია, საშიში ხეები და დატბორილი ავტომობილი — გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია მაშინ, როდესაც საფრთხე წინასწარ განჭვრეტადი იყო, არსებობდა პრევენციის შესაძლებლობა და შესაბამისმა ორგანოებმა სათანადოდ არ იმოქმედეს. კლიმატის ცვლილების ეპოქაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აღარ შემოიფარგლება უკვე მომხდარ ზიანზე რეაგირებით. მას ევალება **კლიმატურ რისკებთან ადაპტაცია, ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა და წინასწარ განჭვრეტადი ზიანის პრევენცია* რათა დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

ნინო ლიპარტია

10 წთ
55ნახვა1
სტატიების არქივი (55)