Legal.geLegal.ge
AboutSpecialistsLibraryPricingBlogContact
LegalTools
...
Loading account
AboutSpecialistsLibraryPricingBlogContact
LegalTools
Loading account
Legal.ge

Georgia’s legal marketplace.

Quick Links

  • About Us
  • Specialists
  • Open tasks
  • Services
  • Laws & Codes
  • Firms
  • Organisations
  • Events
  • Blog
  • Contact

Legal

  • Legal library
  • Privacy Policy
  • Terms & Conditions
  • Cookie Policy

Contact

contact@legal.geNeed a lawyer? Find a specialist

Tbilisi, Georgia

Specialist Directory

Criminal Law AttorneyCriminal Law LawyerCivil Law AttorneyCivil Law LawyerCorporate & Commercial Law AttorneyCorporate & Commercial Law LawyerLabor & Employment Law AttorneyLabor & Employment Law LawyerTax Law AttorneyTax Law LawyerDispute Resolution & Litigation AttorneyDispute Resolution & Litigation Lawyer

© 2026 Legal.ge. All rights reserved.

Made with in Georgia

სამეწარმეო სამართლის ტრენინგ კურსი
Training

სამეწარმეო სამართლის ტრენინგ კურსი

გთავაზობთ სამეწარმეო (საკორპორაციო) სამართლის შემსწავლელ ინტენსიურ ტრენინგ კურსს. კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, მენეჯერებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველთათვის. ტრენინგი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ზუმის (Zoom) მეშვეობით. ტრენინგის დაწყების თარიღი: 29 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ტრენინგ კურსზე რეგისტრაციისთვის, მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdACmAIqAUF3oFtySlqWcTUp4tKxOvjEyYSJCwDLUm1Je5Pkw/viewform დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995) 577 11 45 22

Wednesday, September 30, 2026
4:00 AM – 7:00 AM (Asia/Tbilisi)
Online — the join link is shared with registered attendees

About this event

Tbilisi Consulting Group გთავაზობთ სამეწარმეო (საკორპორაციო) სამართლის შემსწავლელ ინტენსიურ ტრენინგ კურსს. კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, მენეჯერებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველთათვის. სამეწარმეო (საკორპორაციო) სამართალი არის ბიზნეს ურთიერთობებისა და ბიზნეს სამართლის საფუძველი. ეს ტრენინგ კურსი მიზნად ისახავს მსმენელებს შეასწავლოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, გააანალიზოს პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები. ტრენინგი-კურსი შედგება 8 სალექციო შეხვედრისგან. ლექცია 1: შესავალი და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები (3 საათი) • საკორპორაციო სამართლის არსი, სისტემა და ძირითადი პრინციპები; • ქართული საკორპორაციო სამართლის განვითარების ეტაპები; • „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის სტრუქტურა და ძირითადი სიახლეები; • სამეწარმეო საქმიანობის დეფინიცია და კრიტერიუმები; • პასუხისმგებლობა კომპანიის რეგისტრაციამდე განხორციელებულ მოქმედებებზე. ლექცია 2: იურიდიული პირის ბუნება და ორგანიზაციული ფორმები (3 საათი) • იურიდიული პირის სამართლებრივი ბუნება: არაკომერციული და კომერციული სუბიექტები; • ამხანაგური და კაპიტალური საზოგადოებების შედარებითი დახასიათება; • პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრინციპი კაპიტალურ საზოგადოებებში; • შეზღუდული პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენება და გამჭოლი პასუხისმგებლობის დოქტრინა; • შენატანის ცნება და მისი სახეები (ფულადი და არაფულადი). ლექცია 3: დაფუძნება, რეგისტრაცია და შიდა მოწყობა (3 საათი) • საწარმოთა დაფუძნების პროცედურა და საფირმო სახელწოდება; • მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის როლი: საჯაროობის, სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია; • საზოგადოების კაპიტალი: მნიშვნელობა და მიზნები; • საწესდებო ავტონომია: წესდებისა და სადამფუძნებლო შეთანხმების ურთიერთმიმართება; • პარტნიორის შემოწმებისა და კონტროლის უფლებები. ლექცია 4: მმართველობა, წარმომადგენლობა და პასუხისმგებლობა (3 საათი) • საწარმოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; • ხელმძღვანელთა ფიდუციური მოვალეობები: ერთგულება და გულმოდგინება; • სამეწარმეო განსჯის წესი (Business Judgment Rule): კრიტერიუმები და ფარგლები; • პასუხისმგებლობა მოვალეობათა დარღვევისთვის და შეფასების სტანდარტი; • პროკურა და სხვა სავაჭრო წარმომადგენლობითი ინსტრუმენტები; • სასამსახურო ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. ლექცია 5: კორპორაციული ტრანსფორმაცია (რეორგანიზაცია და დაშლა) (3 საათი) • რეორგანიზაციის ფორმები: გარდაქმნა, შერწყმა (მიერთება/გაერთიანება) და გაყოფა (დაყოფა/გამოყოფა); • რეორგანიზაციის რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურა; • კრედიტორთა დაცვის მექანიზმები ტრანსფორმაციის დროს; • საზოგადოების დაშლის საფუძვლები და ხარვეზიანი საზოგადოების ცნება; • ლიკვიდაციის პროცესი, ლიკვიდატორის სტატუსი და რეგისტრაციის გაუქმება. ლექცია 6: ამხანაგური ტიპის საზოგადოებები (სპს და კს) (3 საათი) • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს): მართვა და წარმომადგენლობა; • პარტნიორის პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებებზე; • კომანდიტური საზოგადოება (კს): ჰიბრიდული ბუნება; • კომპლემენტარისა და კომანდიტის სამართლებრივი სტატუსის შედარება; • კომანდიტის საგარანტიო თანხა და ხმის უფლება; • პარტნიორის გასვლისა და წილის გასხვისების წესი ამხანაგურ საზოგადოებებში. ლექცია 7: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) (3 საათი) • შპს-ს სამართლებრივი მოდელი და კაპიტალის მნიშვნელობა; • წილების კლასები და პარტნიორთა უფლება-მოვალეობები; • პარტნიორის გარიცხვა და გასვლა: საფუძვლები და კომპენსაცია; • საერთო კრების მოწვევის წესი, ქვორუმი და გადაწყვეტილების მიღება; • დერივაციული სარჩელის არსი და გამოყენების პირობები; • უპირატესი შესყიდვის უფლება წილის გასხვისებისას. ლექცია 8: სააქციო საზოგადოება (სს) (3 საათი) • სააქციო საზოგადოების ბუნება და აქციების სახეები/კლასები; • კორპორაციული მართვის სისტემები: მონისტური და დუალისტური მოდელები; • სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება, უფლებამოსილება და კომპეტენცია; • აქციონერთა საერთო კრების როლი და მართვის ორგანოებთან ბალანსი; • კაპიტალის ცვლილება: გაზრდა, შემცირება და ახალი აქციების ემისია; • აქციათა სავალდებულო მიყიდვა (Squeeze-out) და გამოსყიდვა. ტრენინგ კურსი დაფუძნებულია ქართული სამეწარმეო სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, მსმენელების აქტიურ ჩართულობაზე. კურსის შედეგები - კურსის გავლის შედეგად, მსმენელები დაეუფლებიან სამეწარმეო სამართალის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, შეეძლებათ შეადგინონ წესდება, დაარეგისტრირონ საწარმო, განსაზღვრონ საწარმოს მმართველობის ორგანოები, პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა, შენატანების მოცულობა და შეტანის ვადა. ტრენინგს ატარებს დავით მაისურაძე, რომელსაც აქვს სამეწარმეო (საკორპორაციო) სამართლის სწავლების 17-წლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი და კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორი. დავითს აქვს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, 2008 წლიდან კი, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დამთავრებული აქვს კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის (UC Davis) მაგისტრატურა (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ტრენინგ კურსის სრული ხანგრძლივობა არის 24 საათი. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, სამუშაო დღეებში, 20:00 საათიდან. სასწავლო კურსის ღირებულებაა 500 ლარი. ტრენინგ კურსის პირველ თემაზე დასწრება შესაძლებელია სწავლის ღირებულების გადახდის გარეშე. მსმენელმა ტრენინგ კურსის სწავლების ღირებულება უნდა გადაიხადოს მეორე შეხვედრის ჩატარებამდე. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ტრენინგში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტრენინგი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ზუმის (Zoom) მეშვეობით. ტრენინგის დაწყების თარიღი: 29 სექტემბერი მასტერკლასებსა და ტრენინგ კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdACmAIqAUF3oFtySlqWcTUp4tKxOvjEyYSJCwDLUm1Je5Pkw/viewform დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995) 577 11 45 22.

Speakers

დავით მაისურაძე
დავით მაისურაძე
იურისტი

დავით მაისურაძე არის მაღალკვალიფიციური იურისტი და ადვოკატი, 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით სამოქალაქო, საკორპორაციო და ადმინისტრაციულ სამართალში. იგი 2008 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით და წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა და კონსულტაციას უწევდა როგორც კერძო კომპანიებს, ისე არასამთავრობო და საჯარო ორგანიზაციებს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან სამართლებრივი დავების პროცესში. მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს მაღალბიუჯეტური, საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ხელშეკრულებების შედგენას და ანალიზს, კონტრაქტების სამართლებრივ ექსპერტიზას კომერციული სამართლის, სამოქალაქო სამართლის, კორპორაციული მართვის, საწარმოთა რეორგანიზაციისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დავით მაისურაძეს აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. დავითი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც, ასევე, ხელმძღვანელობს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამას და კითხულობს ლექციებს საკორპორაციო სამართალში, კორპორაციულ მართვაში, საწარმოთა რეორგანიზაციებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალში. მისი აკადემიური ნაშრომები ციტირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, რაც ადასტურებს მის მაღალი დონის ექსპერტიზას საკორპორაციო სამართლის სფეროში. დავით მაისურაძე არის კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მაგისტრი (UC Davis LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორი.

Full profile
500 ₾
Organizer
დ
დავით მაისურაძე