რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური − შესაბამისი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება და გადახდის წესი დგინდება აუქციონის საფუძველზე ან/და კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ ან „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით დადგენილი სხვა წესით
