საწარმო, რომელზედაც ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. ასოცირებული საწარმო მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც; ჰ 4 ) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის/კომერციული ბანკების, მიკრობანკის/მიკრობანკების ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას
