საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით
