ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები რეკეტულ დაჯგუფებას, რეკეტირს, თანამდებობის პირს, „ქურდული სამყაროს“ წევრს, ადამიანით მოვაჭრეს, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს, მისი ოჯახის წევრს, მის ახლო ნათესავს ან მასთან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან რომელიც/რომლებიც მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09
