საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ დოკუმენტები; ჰ 49 ) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა − სამინისტროს ან სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით
