პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, ან პროდუქცია, რომელიც თანაწარმოებულია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის აუდიოვიზუალურ სექტორთან დაკავშირებული შეთანხმებების ფარგლებში და რომელიც აკმაყოფილებს ყოველ აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულ პირობებს. ევროპული წარმოების პროდუქცია არის აგრეთვე პროდუქცია, რომელიც ძირითადად დამზადებულია საქართველოში ან/და ევროკავშირის ერთი ან ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს რეზიდენტ ავტორებსა და სხვა პირებთან ერთად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას
