წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დ 2 .ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი, ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი, სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების ურთიერთქმედება; დ 2 .ბ) ფაქტორები, როგორებიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია, აგრეთვე ნარჩენები, მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა სახის დაბინძურება, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ 2 .ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე; დ 2 .გ) ღონისძიებები (ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით), როგორებიცაა პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები, და საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ 2 .ა“ და „დ 2 .ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად; დ 2 .დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ; დ 2 .ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და დაშვებები, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის „დ 2 .გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და საქმიანობების ფარგლებში; დ 2 .ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მათთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ 2 .ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ მუხლის „დ 2 .ბ“ და „დ 2 .გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით
