ინვესტორი, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი პირი: რ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; რ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული მიკრობანკი; რ.გ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; რ.დ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია; რ.ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან რეგისტრირებული/ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი; რ.ვ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია; რ.ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; რ.თ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი
