ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებArticle 2
საწარმო, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიმართ ფაქტობრივად ახორციელებს კონტროლს, ან/და საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ეს საწარმო: ო.ა) მეორე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების/წილების/პაის 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს; ო.ბ) უფლებამოსილია დანიშნოს ან გაათავისუფლოს მეორე საწარმოს მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა უმრავლესობა, ამასთანავე, არის ამ საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი
