მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც არის ტელემაუწყებლის მიერ ორგანიზებული ქრონოლოგიური განრიგის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის კატალოგის შემადგენელი ინდივიდუალური ნაწილი, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, აგრეთვე პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით რადიომაუწყებლის მიერ ეთერში ხმით გადაცემული რადიოპროდუქცია. პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა
