საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომ − გენერალური პროკურორი), გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი და მათი მოადგილეები, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, სტაჟიორ-პროკურორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება
