პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის, დროებითი ადმინისტრაციის გამოყენების, რეზოლუციის ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების უფლების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის, ფულადი სახსრების გადარიცხვის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება ან მათზე შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის რეჟიმი მოიცავს: ღ.ა) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ღ.ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ღ.გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას; ღ.დ) სხვა, ანალოგიური რეჟიმი, პროცედურა ან მოქმედება, რომელსაც მსგავსი, ანალოგიური მიზანი ან/და შედეგი აქვს
