საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორია, მათ შორის, სახმელეთო სივრცე, მისი წიაღი და საჰაერო სივრცე მის ზემოთ, შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი, წიაღი და საჰაერო სივრცე მათ ზემოთ, აგრეთვე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან/და იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად
