ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს; [ ზ) საქმიანობის განმახორციელებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში იყენებს ან ახორციელებს ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებას; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] თ) ტრანსსასაზღვრო გადაადგილება – ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ნებისმიერი გადაადგილება ერთი სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებული რაიონიდან სხვა სახელმწიფოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ რაიონში ან მისი გავლით, ან იმ რაიონში ან იმ რაიონის გავლით, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციას, იმ პირობით, რომ ამ რაიონში ასეთი გადაადგილება შედის არანაკლებ ორი სახელმწიფოს ინტერესებში
