უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება აგრეთვე დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი), კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან/და სხვა ისეთი გარემოება, რომლის გამოც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის გარდაცვალება, რასაც ადასტურებს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი
