ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირის ან არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლის, სწავლების, სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების სტიმულირებას, საზოგადოებისათვის უნივერსიტეტში (უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება
