წარმოშობის ქვეყანაში გარკვეულ ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლის გადაადგილების შესაძლებლობა, სადაც მას არ აქვს დევნის საფუძვლიანი შიში, ან იგი არ დგას სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე, ან მას ხელი მიუწვდება დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან აღნიშნული ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა მიერ ეფექტიან და ხანგრძლივ დაცვაზე და სადაც შესაძლებელია უსაფრთხოდ ჩავიდეს, კანონიერად იქნეს დაშვებული და დასახლდეს, ამასთანავე, ხელი მიუწვდებოდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკური გადარჩენის შესაძლებლობაზე
