სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მომენტიდან საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; აგრეთვე სამართლებრივი პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების მომენტიდან შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში − სათანადო სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე
