უმაღლესი სამედიცინო ან პროფესიული და უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლებისა და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
