აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა: ა) შემოსავლები უნდა აღრიცხოს მათი მიღების ან გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტიდან; ბ) ხარჯები უნდა გამოქვითოს განაღდების შემდეგ (აღნიშნული არ ეხება ამ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს).
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 137. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით
Consolidation №245 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
