1.მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს თავისი სტატუსის შესახებ და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.
2.მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.
